დღეს პელეს დაბადების დღეა. ბევრისთვის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი 81 წლის გახდა.
ფეხბურთის მეფე ყველაზე საოცარი “ათიანი” იყო ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში. 43 წელიწადი გავიდა მას მერე, რაც ის ფეხბურთიდან წავიდა, თუმცა ჯერაც ფეხბურთის გულშემატკივართა დიდ ნაწილს სწორედ პელე მიაჩნია ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ.
მან პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე 1958 წელს ითამაშა, სადაც გაიბრწყინა და ბრაზილიას პირველი ტიტული მოუპოვა. დაუვიწყარია. პელემ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში 92 მატჩში 77 გოლი გაიტანა.
ახლა კი გიამბობთ ბრაზილიელი პელეს და ქართველი მიხეილ მესხის დაპირისპირების ამბავს მარაკანას სტადიონზე.
1965 წელს საბჭოთა ნაკრები, რომლის რიგებში ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, მიშა მესხი გამოდიოდა “მარაკანას” 240 ათასიან სტადიონზე ბრაზიილიის ნაკრებს ამხანაგურად გაეჯიბრა, შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.
აღნიშნული შეხვედრის მეორე ნახევარის ერთ-ერთ ეპიზოდში მიშა მესხის უკან ლეგენდარული ბრაზილელი ფეხბურთელი პელე აღმოჩნდა, ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქეს ისეთი მოძრაობა გაუკეთა, რომ ბურთი პელეს ფეხებ შუა გაუძვრინა და მეტოქე ადვილად ჩამოიშორა.
აღნიშნული ეპიზოდის შემდეგ ფეხბურთის მეფე შეცბა, შემდეგ ჩაეცინა და მიშა მესხს გამოეკიდა, ზურგზე შეახტა და კოცნა დაუწყო.
აღნიშნულ შეხვედრას, ასევე ესწრებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, ჯოლ კენედის ძმა, სენატორი რობერტ კენედი, რომელიც თამაშის დასრულების შემდეგ გასახდელში ჩავიდა და მიშა მესხს ჰკითხა თუ საიდან იყო.







