რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. უახლესი ინფორმაციით, რუსეთის ჯარის შენაერთები კიევიდან 10 კილომეტრში არიან. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
აღნიშნულ მდგომარეობას, ფეხბურთის მეფე და ბრაზილიის ნაკრების ლეგენდა, ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ პელე გამოეხმაურა.
“წლები გადის, მაგრამ ცოტა რამ შეიცვალა ჩემი ბავშვობის მერე. ტრაგედიებს, რომლებიც გადავიტანეთ, უნდა ესწავლებინა, რომ უფრო მშვიდობიანი სამყარო უნდა აგვეშენებინა. ვუცხადებ სოლიდარობას უკრაინელ ხალხს. ლოცვებში ვთხოვ ღმერთს რომ მშვიდობამ, თავისუფლებამ და სიყვარულმა გაიმარჯვოს” – წერს პელე Twitter-ზე.








