დღეს ლეგენდარული მიხეილ მესხის დაბადების დღეა.
მან პირველი შეხვედრა “დინამო თბილისში” 17 წლის ასაკში ჩაატარა. “დინამოს” მარცხენა გარემარბი 15 წლის მანძილზე, 1955 წლიდან 1970 წლამდე იცავდა დედაქალაქური გუნდის ღირსებას. მიხეილ მესხიმ 356 ჩატარებულ შეხვედრაში 76-ჯერ მოახერხა მეტოქეთა კარის აღება.
ლეგენდარული “დინამოელი” იყო, 1964 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და სამგზის პრიზიორი 1959, 1962 და 1967 წლებში. მიშა ასევე გახლდათ სპორტის დამსახურებული ოსტატი, 6-ჯერ მოხვდა 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში, ყოველ ჯერზე პირველ ნომრად. მან სსრკ-ს ნაკრებში ჩაატარა 36 შეხვედრა და გაიტანა 4 გოლი. მესხი 1960 წლის ევროპის პირველი ჩემპიონატის გამარჯვებულიც იყო. ის წლების მანძილზე საბჭოთა ნაკრების ლიდერი გახლდათ.
მიხეილ მესხის თამაშის სანახავად სპეციალურად დადიოდნენ სტადიონზე და ტაიმებს სხვადასხვა ტრიბუნიდან უყურებდნენ – იქედან, საიდანაც შეიძლებოდა ახლოდან გედევნებინა თვალი ფეხბურთის ჯადოქრის თამაშისთვის. სადაც მესხის ფლანგი იყო, სადაც არ გამოგრჩებოდა მესხის არცერთი ფინტი და მოძრაობა, საიდანაც უკეთ იქნებოდი დღესასწაულის თვითხმილველი და თანამონაწილე.
მიშა მესხი ნაადრევად 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.








