ხანგრძლივი წვალების და მცდელობების შემდეგ „მანჩესტერ სიტი“ ფინალში კი გავიდა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის თასს მაინც ვერ შესწვდა. პეპ გავრდიოლას შეგირდები „ჩელსის“ დაეჩაგვრინნენ და მინიმალური სხვაობით 0:1 წააგეს.
მატჩის ერთადერთი და როგორც მოგვიანებით გაირკვა გადამწყვეტი გოლი 42-ე წუთზე, მეისონ მაუნტის პასით კაი ჰავერცმა გაიტანა.
დეიან ლოვრენი, რომელიც ამჟამად სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ ღირსებას იცავს, ტვიტერის საკუთარ გვერდზე პეპ გვარდიოლას და მანჩესტერ სიტის მოუწოდებს ხორვატი ფეხბურთელი შეიძინონ.
„მანჩესტერ სიტიმ თუ ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს მაშინ ხორვატი ფეხბურთელი უნდა იყიდოს. ვულოცავ ჩელსის“ – წერს ხორვატი მცველი.
საგულისხმოა, რომ 2013 წლიდან მოყოლებული ჩემპიონთა ლიგის მომგებ გუნდებში მინიმუმ ერთი ხორვატი ფეხბურთელი მაინც თამაშობდა.
აქვე ისიც ვთქვათ, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ნგოლო კანტე დასახელდა.





