ლა ლიგის 2020/21 წლების სეზონის გახსნით შეხვედრაში “ვალენსიამ” “მესტალიაზე” “ხეტაფეს” უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში 20-წლიანი პაუზის შემდეგ, ესპანეთის რანგით უმაღლეს დივიზიონში, ქართველმა ფეხბურთელმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.
90 წუთში გიორგი მამარდაშვილმა მეტოქის დარტყმული ბურთი ოთხჯერ მოიგერია, გოლი არ გაუშვა და “ღამურებთან” ერთად პირველი სამი ქულაც მოიპოვა.
მატჩის შემდეგ, ესპანური პრესა გიორგის გარჯით აღფრთოვანებულია და მას არაერთ, საქებარ სტატიას უძღვნის, მათ შორის გამოსარჩევი კი ყველაზე პრესტიჟული ესპანური Marca.
“გიორგი მამარდაშვილი. თვით საქართველოდან. ჩაიწერეთ მისი სახელი და ისწავლეთ, თუ როგორ უნდა გამოთქვათ მისი გვარი. ეს ბიჭი აქ არის იმისთვის, რომ დარჩეს. მან დააკაკუნა კარზე და ისარგებლა სილასენისა და ჟაუმის არყოფნით, რომელთა არ ყოფნასაც, კლუბისთვის ხელი არ შეუშლია, რადგან მათ კარს ახალი გიგანტი იცავდა.
მან უკვე წარმოაჩინა გარკვეული რაღაცები წინასასეზონო მომზადების პერიოდში, მაგრამ დებიუტი “მესტილაზე” და 92-ე წუთზე ჩადენილი შეუძლებელი გმირობა, რითაც მან თავისი გუნდი გადაარჩინა, ბევრად მეტი დამსახურებაა.
გიორგი არის მეკარე, რომელსაც არ ახასიათებს უცაბედი შეცდომები, მან რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია და თავისი გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა.
მეორე ნახევარში ის მომენტიდან მომენტამდე უმატებდა და საბოლოოდ შედგა ის გმირული მოგერიება, რომლის დროსაც მეტოქე უკვე გოლს ზეიმობდა, ტრიბუნაზე მსხდომი ქომაგი კი იმედგაცრუებული იყო.
იგი ოცნებობდა დებიუტზე და მსაჯის სასტვენის შემდეგ ის ბალახზე დაეცა და ემოციები გამოხატა, როცა მასთან თანაგუნდელები მივიდნენ და წარმატებული თამაში მიულოცეს. – წერს ესპანური სპორტული გამოცემა.
20 წლის გიორგი მამარდაშვილი სტატისტიკურმა გამოცემებმა, მათ შორის Whoscored-მა და Sofasocre-მა ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო, 8.1 ქულით შეაფასეს.





