უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გამართულ ძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ ატაცში 225 კგ, აკვრაში 267 კგ, ორჭიდის ჯამში კი 492 კგ ასწია, სამი ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და სამი ოქროს მედალი მოიპოვა.
მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ტალახაძის ბრწყინვალე გამოსვლას, ყოფილი ქართველი ფეხბურთელი და ამჟამად თბილისის მერი, კახი კალაძე სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა:
“ვულოცავ ლაშა ტალახაძეს და მთელ საქართველოს მორიგ ოქროს!
ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა. დაგვბედებოდეს გამარჯვებები!”, – წერს კალაძე სოციალურ ქსელში.
https://www.facebook.com/124485667654878/posts/3927237627379644/








