აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ და საერთოდაც ყველგან მე ვარო თუ ვინმეს შეუძლია თამამად თქვას უდავოდ როჯერ ფედერერია.
ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი, საყოველთაოდ სახელგანთქმული Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, გამოჩენილ პიროვნებათა შორის ყველაზე მაღალანაზღაურებად ადამიანთა სამეულში დამკვიდრდა.
მხოლოდ 2020 წელს, როჯერ ფედერერმა 100 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და ეს მაშინ, როდესაც იანვრის შემდეგ კორტზე აღარ გამოჩენილა. 2020 წლის შემოსავლებით, პირველ-მეორე ადგილებს ამერიკელი მოდელი კაილი ჯენერსი და მუსიკოსი კან უესტი იკავებს.
რაც შეეხება სპორტულ ჭრილს, აქ რკინის როჯერი უპირობო ლიდერია. წლეულს ჩაჯიბული 106 მილიონი დოლარით, ის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენია. ხუთეულში კი გვხდებიან კრიშტიანო რონალდუ (105 მილიონი) და ლიონელ მესი (104 მილიონი).
ამასობაში, დაიწყო მითქმა-მოთქმა, რომ შესაძლოა ფედერერმა ავსტრალიის ღია პირველობა გამოტოვოს, რომელიც პირველადი მონაცემებით 8 თებერვალს უნდა დაიწყოს.








