საქართველოს ნაკრების 20 წლის მეკარე ეროვნულ გუნდში დებიუტს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა:
”რთულია რამის თქმა ამ თამაშების შემდეგ, მაგრამ მე მჯერა რომ ყველაფერი გამოსწორდება და ჩვენც შევძლებთ გავახაროთ ქართველი ხალხი! დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის! ეს დღე მე არასდროს დამავიწყდება, რადგან ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ოცნება ავიხდინე! “ – განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქართველი მეკარის გუნდი “ვალენსია” მომდევნო შეხვედრას 12 სექტემბერს გამართავს და შესაძლოა ზედიზედ მეოთხედ ღამურების კარში გიორგი მამარდაშვილი ვიხილოთ.





