ესპანეთის ნაკრების 20 წლის ფეხბურთელი, ბრაიან ხილი კარიერას “ვალენსიაში” გააგრძელებს. ინფორმაციას ესპანური გუნდი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
“ღამურებმა” ახალგაზრდა ფეხბურთელი “ტოტენჰემიდან” 6-თვიანი იჯარით დაიმატეს. ესპანელებს ფეხბურთელის გამოყიდვის უფლება არ ექნებათ.
ახალგაზრდა ფეხბურთელი ახალ გუნდში 21-ნომრიან მაისურს მოირგებს.
ბრაიან ხილს “ტოტენჰემში” დიდი სათამაშო დრო არ ეძლეოდა, პრაქტიკის მიღების მიზნით კი “ვალენსიაში” თამაში ფეხბურთელისთვის იდეალური ვარიანტი გახლდათ.
20 წლის შემტევს ლა ლიგაში აქამდეც უთამაშია, ხილი “სევილიას”, “ლეგანესისა” და “ეიბარის” ღირსებას იცავდა.
ბრაიან ხილმა მიმდინარე სეზონში “ტოტენჰემში” ჩატარებულ 20 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
✍️ COMUNICADO OFICIAL | @11BryanGil#BenvingutBryan#ADNVCF
— Valencia CF (@valenciacf) January 31, 2022





