23 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე პუატიეს ტურნირის წყვილთა თანრიგის გამარჯვებული გახდა.
ბოლქვაძემ და ბრიტანელმა სამანტა მარი შარანმა ფრანგ ჩოგბურთელებს ოდრი ალბის და ლეოლია ჟინჟინს ფინალში 7:6 (7:5), 6:0 მოუგეს.
ცნობისთვის, ბოლქვაძემ წყვილთა თანრიგში კარიერაში მე-9 ტიტული მოიგო.
შეგახსენებთ, რომ მარიამი წელს ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში გამართული 25-ათასიანი ტურნირის გამარჯვებულიც გახდა.








