ბექა ქურდაძემ სამტრედია დატოვა. 24 წლის მეკარე ინფომაციას თავის სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საფეხბურთო კლუბ სამტრედიას გაწეული თანამშრომლობისთვის,აგრეთვე თითოეულ ადამიანს, რომელთა მხარდაჭერასაც მთელი წლის განმავლობაში ვგრძნობდი. ვფიქრობ დიდი გამოცდილება შევმატე ჩემს თავს წლევანდელი ჩატარებული სეზონით.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სამწვრთნელო შტაბსა და გულშემატკივარს, რომლებიც მთელი სეზონის განმავლობაში აქტიურად მიჭერდნენ მხარს. სამომავლოდ კი წარმატებას ვუსურვებ საფეხბურთო კლუბ სამტრედიას.” – განაცხადა ბექა ქურდაძემ.
ქურდაძე სამტრედიას სეზონის დასაწყისში შეუერთდა და ამ გუნდის კარი 26-ჯერ დაიცვა.
იმერული გუნდი ასპარეზობას მომავალ სეზონში ეროვნულ ლიგა 2-ში განაგრძობს.
24 წლის მეკარე სამტრედიას ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე და ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე გახლდათ.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ გუნდში განაგრძობს ბექა ქურდაძე კარიერას.





