ეროვნული ლიგის ბოლო ტურის მატჩში თბილისის “საბურთალომ” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სამტრედია მიიღო და გამანადგურებელი ანგარიშით 5:1 დაამარცხა.
მთელი მატჩის განმავლობაში თბილისური გუნდი უპირატესობას ფლობდა. შეხვედრის მე-13 წუთზე შოთა ნონიკაშვილმა მასპინძლები დააწინაურა, მატჩის 30-ე წუთზე კი გიორგი არაბიძემ ანგარიში გაათანაბრა.
ლევან კორღალიძის გუნდმა მეორე ტაიმში მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა. მატჩის 51-ე წუთზე გიორგი გულიაშვილმა თავისი გუნდი ხელმეორედ დააწინაურა, შეხვედრის 54-ე წუთზე შოთა ნონიკაშვილის საგოლე გადაცემას ნიკა მალი გამოეხმაურა. მატჩის 67-ე წუთზე ლევან ნონიკაშვილმა სხვაობა 3-მდე გაზარდა, შეხვედრის მე-80 წუთზე კი ოთარ მამაგეიშვილმა ბრწყინვალე შორეული დარტყმით მატჩის საბოლოო გოლი გაიტანა.
ლევან კორღალიძის გუნდმა ჩემპიონატი მე-4 ადგილზე დაასრულა, სამტრედია კი ბოლო ადგილზე გავიდა და ასპარეზობას ეროვნულ ლიგა 2-ში გააგრძელებს.





