ქართველი გულშემატკივარი 25 მარტის მოლოდინშია. მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს ჯვაროსნები სტოქჰოლმში შვედეთთან დაპირისპირებით იწყებენ.
საქართველოს ნაკრები უკვე სტოქჰოლმშია და დღეს ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით მატჩისწინა გენერალურ ვარჯიშსაც გამართავს.
ნებისმიერ მატჩში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ ვინ იქნება არბიტრი. ფიფამ, შვედეთის და საქართველოს ჯახზე განსასჯელად ფრანგ მსაჯთა ბრიგადა მოავლინა.
მთავარი არბიტრი 37 წლის ბენუა ბასტიენი იქნება, რომელსაც ჰიჩამ ზაკრანი და ორელინ ბერთიმიო დაეხმარებიან. მე-4 მსაჯის ფუნქციას ბენუა მილო შეასრულებს.
ბენუა ბასტიენი საკმაოდ გამოცდილი არბიტრია. ის უკვე წლებია ფიფს და უეფას ეგიდით გამართულ როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო მატჩებს ემსახურება.





