საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე ბელგიის მეორე დივიზიონის ბომბარდირი გახდა.
20 წლის ფეხბურთელმა 2020/21 წლების სეზონში 19 გოლის გატანა მოახერხა. ამდენივე გოლი გაიტანა გიორგის კონკურენტმა, დანტე ვანზეირმა, თუმცა მიქაუტაძემ მას გასვლაზე გატანილი გოლებით და თერთმეტმეტრიანებით აჯობა.
❤️🖤⚽🥇🤴 King @MikautadzeG !
🙏 Avec 1️⃣9️⃣ buts inscrits, Georges Mikautadze coiffe la couronne du meilleur buteur de la D1B @ProLeagueBE !
🔥 La semaine commence bien ! Félicitations à notre goleador ! pic.twitter.com/RMGNRnb8wW
— RFC Seraing Officiel (@RfcSeraing167) April 26, 2021
ქართველი ფეხბურთელის „სერენმა“ ჩემპიონატში 28 ტურში 52 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა და პირველადგილოსან „სენტ ჟილუას“ 18 ქულით ჩამორჩა. შესაბამისად, ბელგიის უმაღლეს ლიგაში „სენტ ჟილუა“ აღზევდა, „სერენი“ კი ფლეი-ოფს ითამაშებს. ქართველი ფეხბურთელის კლუბის მეტოქე პირველი ლიგის ბოლოსწინა ადგილოსანი, „ვაასლანდ-ბევერენი“ იქნება.
რაც შეეხება მიქაუტაძეს, 20 წლის ფეხბურთელი ფრანგული „მეცის“ საკუთრებაა და ის იჯარის წესით „სერენში“ არის განათხოვრებული. ფაქტობრივად გადაწყვეტილი ამბავია, რომ გიორგი მომავალი სეზონიდან ფრანგულ კლუბს დაუბრუნდება და ლიგა 1-ში ითამაშებს.





