ეროვნული ლიგის მეოთხე ტური ლიდერის და აუსტაიდერის მატჩით გაიხსნა. ბათუმი საკუთარ მოედანზე „სამტრედიას“ დაუპირისპირდა და უპრებლემოდ – 2:0 აჯობა.
წყვილის ფავორიტი რომ ზღვისპირელები იყვნენ ორი აზრი არ არსებობს და ქომაგებიც ალბათ უფრო დიდი ანგარიშით მოგებასაც ელოდნენ, თუმცა მთავარია ტაბლო და 3 ქულა.
მასპინძლებმა ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს. ჯერ პენალტის ნიშნულიდან თავი გიორგი ნიქაბაძემ გამოიჩინა, ხოლო შემდეგ თამაშიდან გიორგი ფანცულაიამ.
ნიშანდობლივია, რომ „სამტრედიამ“ მიჯრით მეოთხე მატჩი წააგო, თან ისე რომ გოლი არ გაუტანია. ბათუმელები კი ამ გამარჯვებით 10 ქულით პირველ ადგილზე გამყარდნენ.
გია გეგუჩაძის გუნდი მომდევნო მატჩს 20 მარტს სტუმრად „საბურთალოსთან“ გამართავს, ხოლო „სამტრედია“ 21 მარტს თბილისის „ლოკომოტივს“ მიიღებს.





