ბათუმის “დინამო” ორი ტურით ადრე ეროვნული ლიგის ჩემპიონია. მოგეხსენებათ “დინამო თბილისმა” უკვე გავარდნილ “სამტრედიასთან” ფრედ 0:0 ითამაშა და ამით ბათუმელებს ისტორიული, სანატრელი ტიტულის მოგებაში დაეხმარა.
ეროვნული ლიგის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი. ორშაბათს ბათუმური კლუბი სტუმრად წყალტუბოს “სამგურალს” დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონობაში “შავი ზღვის პირატებს” დიდი წვლილი მიუძღვით.
ბათუმის”დინამომ” 71 ქულა დააგროვა და “დინამო თბილის” 5 ქულით გადაასწრო, რისი აღმოფხვრაც თბილისელებმა ვეღარ მოახერხეს და სწორედ ესე აღმოჩნდა აჭარული კლუბი ჩემპიონი.
ეროვნული ლიგის ჩემპიონობა სულ 9 გუნდს ჰქონდა მოპოვებული, ბათუმელები კი მე-10 გახდნენ.





