მიუნხენის ბაიერნის პრესსამსახური წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდების იურგენ კლოპისთვის მინიჭებას გამოეხმაურა, რომელიც ამჟამად ლივერპულს წვრთნის.
”შენ ჩვენი # 1 ხარ, ჰანსი! გილოცავთ, იურგენ კლოპ!”- ნათქვამია გერმანული კლუბის პოსტში, რომელიც მათ Twitter-ზე გამოაქვეყნეს.
ჰანს-დიტერ ფლიკმა, რომელიც ჯილდოს ნომინანტი იყო იყო, გასულ სეზონში მიუნხენის ბაიერნთან ერთად ხუთი თასი მოიგო. მან მიუნხენის კლუბი 2019 წლის ნოემბერში ჩაიბარა.
Congrats, Jürgen Klopp! 🤝@LFC
— FC Bayern English (@FCBayernEN) December 17, 2020








