საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გენო პეტრიაშვილს ვერცხლის მედლის მოპოვებას ულოცავს.
„ვულოცავთ გენო პეტრიაშვილს ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლისა და ქართველი ხალხის გულის მოგებას. პეტრიაშვილი საოცარი წარმატებების მქონე მოჭიდავეა, ამასთანავე, უყვარდე მთელ ერს, მხოლოდ რჩეულების ხვედრია“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მოჭიდავე გადამწყვეტ ბრძოლაში ბოლო წამებზე ამერიკელ გეიბლ დენ სტივსონთან დამარცხდა.
ამ დროისთვის, საქართველოს ანგარიშზე ორი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია. ოქროს მედლები ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვეს.








