მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ პირველი მედალი გაინაღდა.
125 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გენო პეტრიაშვილი ნახევარფინალში ყაზახ ბოლტინს შეხვდა და დამაჯერებლად 10:0 დაამარცხა.
შესაბამისად, ფინალში გასვლით გენომ ჩვენს დელეგაციას პირველი მედალი მოუტანა, გასარკვევია მხოლოდ ოქრო თუ ვერცხლი.
ფინალური დაპირისპირება ხვალ გაიმართება, გენო პეტრიაშვილის მეტოქე კი ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე იქნება, რომელმაც თავისმხრივ ნახევარფინალში თურქი ტაჰა აკგული დაამარცხა.





