ცნობილმა ესპანურმა გამოცემა, AS-მა გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა და აღნიშნა, რომ მას ნათელი მომავალი აქვს.
“გიორგიმ სილესენის ტრავმის გამო რეალ სოსიედადის წინააღმდეგ ითამაშა. მან გუშინ კარგი თამაში აჩვენა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მას ნათელი მომავალი აქვს. გიორგი ბოლო თვეებში ბევრს მუშაობდა და საკუთარ შანს ელოდა. მან ეს შანსი მაინც მიიღო და კარგადაც გამოიყენა.
მამარდაშვილმა ლა ლიგის საწყის ტურებში მაღალი დონის თამაში აჩვენა, მისი სათადარიგოთა სკამზე დატოვება კი გაკვირვებას იწვევდა. ბორდალასს სურს, რომ მისი მეთვალყურეობის ქვეშ ივარჯიშოს. მწვრთნელი გიორგის ესაუბრა და სათამაშო დროის მიცემას დაჰპირდა. როგორც, ცნობილი ხდება ქართველ მეკარეს ესპანეთის თასზე უნდა ეთამაშა, მაგრამ ბორდალასმა “ვალენსიის” კარი ლა ლიგის მატჩში ანდო.
მამარდაშვილმა იცის, რომ სილესენი მალე დაბრუნდება და კარში ისევ ნიდერლანდელი ჩადგება, თუმცა გიორგის მომავალი უფრო პერსპექტიული გახდება”, – წერს ესპანური გამოცემა.





