ესპანეთის ჩემპიონატში “ვალენსიამ” “მალიორკას” 1:0 მოუგო და 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
გიორგი მამარდაშვილმა სეზონში “ღამურების” ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მე-5 მატჩი ჩაატარა და ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. გიორგიმ 3 სეივი განახორციელა და კარიც მშრალად შეინახა.
მატჩის შემდეგ მამარდამ სათამაშო მაისური გაიხადა, სადაც ჩანს წარწერა: “არა ომს უკრაინაში. გამაგრდი, უკრაინა!”





