ზიმბაბვეს ნაკრების 26 წლის ფეხბურთელი ალეკ მუდიმუ კარიერას ქუთაისის “ტორპედოში” ითამაშებს. ინფორმაცია იმერულმა კლუბმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
კახა ჩხეტიანის გუნდში ზიმბაბვეს ეროვნული ნაკრების წევრი 16 ნორმიანი მაისურით იასპარეზებს.
გამოცდილი ფეხბურთელი გასულ სეზონში “ანკარასპორის ღირსებას იცავდა. 26 წლის მცველს სხვადასხვა დროს “შერიფში”, “დრუიდსში” და “სტელიბრიდჯში” უთამაშია.
Transfermarket-ი მუდიმუს ორას ორმოცდაათი ათას ევროდ აფასებს.





