მაშინდელი და დღევანდელი „მანჩესტერ სიტი“ ცა და დედამიწასავითაა. გიორგი ქინქლაძეს „ქალაქელებში“ თამაში იმ დროს მოუხდა, როდესაც გუნდს კარგი პერიოდი არ ედგა. იმ გუნდს ქინქლაძე აცოცხლებდა და ქართველ ფეხბურთელს იქ დღემდ აღმერთებენ.
იყო ასეთი მეკარე ტომი რაიტი, რომელიც ამჟამად შოტლანდიური „კილმარნოკის“ მთავარი მწვრთნელია. საფეხბურთო კარიერის მანძილზე კი რამდენიმე გუნდი გამოიცვალა და ერთი ხანობა „მანჩესტერ სიტის“ კარსაც იცავდა. რაიტი მანჩესტერულ კლუბში გიორგი ქინქლაძესთან ერთად თამაშობდა.
ერთ-ერთმა შოტლანდიურმა გამოცემამ ტომი რაიტთან ინტერვიუ გააკეთა, რომელიც დიდად ალბათ არ დაგვაინტერესებდა, რომ არა გიორგი ქინქლაძე. „ქალაქელთა“ მაშინდელმა კარის დარაჯმა ქართველ ფეხბურთელზე აღმატებულ ხარისხში ისაუბრა.
„გიორგი ქინქლაძე სხვა განზომილება იყო. წარმოუდგენლად ძლიერი ფეხბურთელი იყო ჯორჯ ვეაც და მისგან ბევრს ველოდით, მაგრამ რატომღაც ვერ გაიხსნა.
ქინქლაძე არანორმალური ნიჭის პატრონი გახლდათ. მისი დრიბლინგები ახლაც თვალწინ მიდგას. ბურთით სასწაულების გაკეთება შეეძლო. ის და პოლ გესკოინი ძალიან მაგრები იყვნენ. სამწუხაროა, რომ ქინქლაძემ მისი ნიჭის რეალიზება ბოლომდე ვერ მოახდინა. მას შეეძლო მესის დონეზე ასულიყო“ – იხსენებს „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი მეკარე.








