ერთ-ერთმა ინგლისელმა ცნობილმა კომენტატორმა, ჯონ ჩემპიონმა საქართველოს ნაკრებისა და “მანჩესტერ სიტის” ლეგენდის, გიორგი ქინქლაძის შესახებ ისაუბრა.
“ქინქლაძის გოლი “საუთჰემპტონის” კარში მსოფლიო დონის მომენტი იყო. მან დრიბლინგი ცხრა წამში შეასრულა, შემდეგ მეკარე თამაშიდან გამოთიშა და ბურთი თავზე გადაუგდო. იმ მომენტში ვიფიქრე, რომ ეს განსაკუთრებული მომენტი იყო, თუმცა ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამაზე დღესაც კი დიდხანს ისაუბრებდნენ.
ითამაშებდა თუ არა დღევანდელ “მანჩესტერ სიტიში” ? ვფიქრობ, დღეს მანჩესტერელთა ლეგენდარული მოთამაშის ნიჭი თანამედროვე გუნდში არავის აქვს.
მასთან არავინ არის ახლოს მას, რომ შევადაროთ. ჩემი აზრით, საკუთარ ნიჭს დღესაც გამოავლენდა, გიორგი ბერკამპის დონის მოთამაშე იყო”, – ამბობს კომენტატორი.








