UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და გულშემატკივრებს თანადგომისთვის მადლობას უხდის.
ცნობისთვის, 24 წლის მებრძოლს დღეს UFC 270-ზე შეხვედრა ჩარლს ჟურდეინის წინააღმდეგ უნდა ჩაეტარებინა, თუმცა ორთაბრძოლა წონის კლებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გაუქმდა.
“ამდენი თვის ძალისხმევისა და თავგანწირვის შემდეგ, ბედმა გადაწყვიტა, რომ ამ “ქარდზე”არ მებრძოლა. წუხელ, წონის დაკლების შუა პროცესში, კალიფორნიის კომისიის ექიმები იძულებულნი გახდნენ გაეუქმებინათ ბრძოლა, რის გამოც ოფიციალურ დასაშვებ წონას სულ რაღაც ხუთი ფუნტი დააკლდა.
საბედნიეროდ, ახლა კარგად ვარ. გამოვედი საავადმყოფოდან, დავისვენე, აღვიდგინე ძალები და ჩემს გუნდთან ერთად გავაანალიზე სიტუაცია სამომავლო დასკვნების გამოსატანად.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ვუყვარვარ და გვერდში მიდგას რთულ პერიოდში.
{ *განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩემ ქართველ გულშემატკივრებს. თქვენი მხარდაჭერა ყველაზე დიდი მოტივაციაა ჩემთვის. }*
მე ძალიან მალე
დავბრუნდები უფრო ძლიერი ვიდრე ოდესმე და აუცილებლად გავამართლებ თქვენს მოლოდინს!
და ბოლოს, მინდა მადლობა გადავუხადო Charles Air Jourdain მოკლე ვადაში ბრძოლაზე დათანხმებისთვის. შენ ნამდვილი მეომარი ხარ.
შეხვედრამდე”, – წერლს ქართველი მებრძოლი საკუთარ Facebook-გვერდზე.








