საქართველოს ნაკრებმა შინ ბათუმში ბევრისთვის მოულოდნელად შვედეთის ნაკრები ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით 2:0 დაამარცხა.
შვედეთთან მატჩამდე ხვიჩა კვარაცხელიას ინსტაგრამზე გამომწერთა რიცხვი 80.8 ათასს შეადგენდა.

ზემოთხსენებული მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას გამომწერთა რაოდენობამ დაახლოებით 2700-ით მოიმატა და ამჟამად 83.5 ათასს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 15 ნოემბერს უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.





