კვარაცხელიას რუსეთიდან წასვლის ფაქტი არ დასტურდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პირველ არხი ავრცელებს.
მოგეხსენებათ, 20 აგვისტოს, ყაზანის „რუბინმა“ რუსეთის ჩემპიონატის საგანაცხადო სიიდან ხვიჩა კვარაცხელიას გვარი ამოიღო, იტყობინება რუსეთის პრემიერლიგის ოფიციალური ვებგვერდი.
„რუბინის“ ტვიტერზე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გვარი გუნდის საპრემიერლიგო განაცხადიდან ტრავმის გამო ამოშალეს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 20 წლის ნახევარმცველი „ტოტენჰემში“ გადასვლას უახლოვდებოდა. იმედი გაჩნდა, რომ კლუბის ეს ნაბიჯი ტრანსფერს უკავშირდებოდა და კვარაცხელიას უცხოეთში გადასვლა რეალობას ემსგავსებოდა.
მაგრამ ბოლო ინფორმაციით, ხვიჩამ მცირე ტრავმა მართლა მიიღო და ის სამატჩო განაცხადიდან ამოიღეს და არა, საჩემპიონატო განაცხადიდან. კლუბმა გაითვალისწინა ხვიჩას სურვილი, ქართველ ფეხბურთელს სექტემბრის სანაკრებო თამაშებამდე რისკის თავიდან არიდება და ეროვნული გუნდის შეკრებაზე ჯანმრთელად ჩამოსვლა სურს.








