ესპანურ “ვალენსიაში” გიორგი მამარდაშვილმა ამხანაგური მატჩები ჩაატარა და თავიც გამოიჩინა. Estadiodeportivo “ღამურების” სატრანსფერო გეგმებზე წერს.
როგორც სტატიის ერთ-ერთ მონაკვეთშია ნათქვამი, გიორგი მამარდაშვილი ტესტ-მატჩებში ბრწყინავს.
“ალესანდრო ბურლამაკი ამხანაგურ მატჩებში ძალიან კარგად გამოიყურება, მაგრამ პერუელი არ არის ერთადერთი ახალგაზრდა, რომელიც მომდევნო სეზონში პირველი გუნდისთვის შეიძლება სასარგებლო ფეხბურთელი იყოს. ასევე ბრწყინავს ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მარცხენა მცველი ხესუს ვასკესი. სიმწიფემ, რომელიც სამივე მოთამაშემ აჩვენა, შეიძლება შეცვალოს ვალენსიას სატრანსფერო სტრატეგია სატრანსფერო ბაზრის ბოლო თვეში, რომელშიც კლუბს გასული წლის ანგარიშების დასაბალანსებლად კვლავ სჭირდება 20 მილიონი ევროს შემოსავალი”, – წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას 1-წლიანი იჯარით, შეუერთდა.





