თურქულ ბელეკში შეკრებას აგრძელებს „ქართული“ ვოლგოგრადის როტორი, რომელმაც ამხანაგურ მატჩში ყაზახეთის აქტობესთან გამართა და მეტოქე 2:1 დაამარცხა კიდეც.
ვოლგოგრადულ გუნდში მეორე ტაიმში შეცვლაზე ახალგაზრდა ქართველი ვინგერი ზურიკო დავითაშვილი შევიდა, რომელმაც თამაშის შემდეგ Матч ТВ-სთან მოკლე კომენტარი გააკეთა:
ეს უკვე მეორე შეკრებაა. ძნელი იყო, ბევრი ვირბინეთ. ვფიქრობ, მესამის დროს მეტი ტაქტიკა იქნება. ჩვენი ამოცანა უმაღლეს ლიგაში დარჩენაა. ვფიქრობ, ამის მიღწევა გაგვიჭირდება, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალა და მე იმედი მაქვს, ამას მოვახერხებთ, – განაცხადა ზურიკომ
შეგახსენებთ, რომ როტორი 16 გუნდიან რუსეთის პრემიერლიგაში 19 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-13 ადგილზეა და 26 თებერვალს სტუმრად ტამბოვს უნდა დაუპირისპირდეს. თუმცა ეს გუნდი გაკოტრების პირასაა, შეიძლება ტურნირიდან მოიხსნას და ასეთ შემთხვევაში, მატჩი არ ჩატარდება.





