ოლიმპიური ჩემპიონის და ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ინფორმაციას „ტვ პირველი“ ავრცელებს.
ზვიადაური წინანდალში მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე განზრახ მკვლელობის საქმეზე აღკვეთი ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, პარალელურ რეჟიმში კი მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ყოფილ სპორტსმენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. უფლებადამცველები სასჯელაღსრულების დაწესებულებას ყოფილი დეპუტატის კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდებენ.
ზვიადაურს 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობას ედავებიან. მასთან ერთად დაკავებულ ჯაბა ჯანგირაშვილს კი ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის გაასამართლებენ.
გამოძიების ინფორმაციით, წინანდლის ტყეში მომხდარი სისხლიანი გარჩევისას, სადაც სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური, ყოფილმა სპორტსმენმა სასიკვდილოდ დაჭრა ნიკა კენჭოშვილი.





