გუშინ, 2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს 17-წლიანი ლოდინის შემდეგ პირველი შვილი, გოგონა – მართა ზვიადაური შეეძინა.
ვეტერანი ძიუდოისტის ბიძაშვილი, ბერდია ზვიადაური „პრაიმ თაიმთან“ ამბობს, რომ ზურა და მისი მეუღლე 2004 წლის ბოლოს დაქორწინდნენ და უშვილობას ძალიან განიცდიდნენ.
„ჩემპიონი რომ გახდა, მაშინ დაქორწინდა. წლები რომ გადიოდა და ბავშვი არ ჩნდებოდა, ძალიან განიცდიდა. ჩვენც , ცხადია, ვნერვიულობდით და ამდენი წლის შემდეგ, ღვთის წყალობით, პატარა მართა დაიბადა. დედაც და ბავშვიც, ჯანმრთელად არიან და ამჟამად, თბილისში იმყოფებიან“, – ამბობს ბერდია ზვიადაური.
მისივე თქმით, ზვიადაურებში დატრიალებულ ტრაგედიას ოჯახი ახლაც განიცდის, თუმცა მართა ზვიადაურის დაბადებამ სანათესაოში ასეთი ტრაგედიის შემდეგ დიდი სიხარული შემოიტანა.
„როგორ შეიძლება ამას არ განვიცდიდეთ, დღემდე ყველა განვიცდით, თუმცა ოჯახმა შეძლო, რომ ეს ზურას მეუღლისა და ბავაშვის ჯანმრთელობაზე არ ასახულიყო. ბავშვი, გუშინ, თბილისში დაიბადა და დიდი სიხარული შემოიტანა ამდენი განსაცდელის შემდეგ“, – აღნიშნა ბერდია ზვიადაურმა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი.
წყარო: Primetime.ge





