ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, ინტერისა და დონეცკის შახტარის მატჩის მიმდინარეობისას გულშემატკივრებმა ერთ-ერთი ეპიზოდი გამოარჩიეს.
დონეცკელების 21 წლის შემტევმა, მანორ სოლომონმა ივან პერიშიჩის წინააღმდეგ ლამაზად ითამაშა.
87-ე წუთზე სოლომონმა პერიშიჩი ეფექტურად მოატყუა, გულშემატკივრებმა კი ეს მოძრაობა მაშინვე „ზიდანის ფინტად“ შერაცხეს.
შეგახსენებთ, რომ დავით ხოჭოლავას დონეცკის შახტარმა ჯგუფში, სადაც მადრიდის რეალი, ინტერი და მიუნხენგლადბახი გამოდიოდნენ, მესამე ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა.




