ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ, გუნდის მთავარი მწვრთნელის რონალდ კუმანის მომავალზე ისაუბრა.
„ბარსაში გარდამავალი სეზონები არ არის. როდესაც კლუბში მივედით, მწვრთნელს ვუთხარით, რომ სეზონის ბოლოს ყველაფერს შევაფასებთ და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ.
ჩვენ კუმანს ყოველთვის დიდი პატივისცემით ვექცეოდით, ის პროფესიონალი და უემბლის ლეგენდაა (1992 წელს კუმანმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთადერთი გოლი გაიტანა, რომლის წყალობითაც “ბარსამ” ეს ტურნირი პირველად მოიგო).
სეზონი დასრულდა, ჩვენ შევაფასებთ ყველაფერს და მომავალზე ვიმუშავებთ. შემდეგ კვირას კუმანთან შეხვედრა გვაქვს,”- თქვა ლაპორტამ.





