კატალონიური “ბარსელონას” მცველმა ჟერარ პიკემა გუნდის ბოლოდროინდელ ჩავარდნაზე ისაუბრა.
„ბარსელონა ძალიან რთულ მომენტს გადის, ჩვენ ლიდერი და ერთიანობა გვჭირდება. ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, დაეხმარეთ. გუნდის სახელით, იმედი მაქვს გულშემატკივრების, რომ ახალი პრეზიდენტს ისინი მხარში ამოუდგებიან.
კანტერადან ძალიან კარგი ბიჭები მოდის. მწვრთნელი ამ ფეხბურთელებს ნდობას უნერგავს. ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ახლა შედეგებზე უკეთესია,“- თქვა პიკემ.
ბარსელონა ამჟამად ლა ლიგის ცხრილში მე -5 ადგილზეა და ლიდერ ატლეტიკოს 8 ქულით ჩამორჩება, თანაც ერთი თამაშით მეტი ნაკლები აქვს ჩატარებული.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბარსამ ვალენსიას დამარცხება ვერ შეძლო (2:2), შემდეგ ტურში კი რონალდ კუმანის გუნდი ვალიადოლიდს ხვდება.





