ლა ლიგის 25-ე ტურის შეხვედრაში, “ვალენსია” “ბარსელონას” მესტალიაზე უმასპინძლებს.
ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი კი “ღამურების” სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მეოთხედ იქნება.
გიორგი მამარდაშვილმა “ვალენსიას“ შემადგენლობაში ზედიზედ სამჯერ – “რეალ სოსიედადთან“, “ბილბაოს ატლეტიკთან“ და “ალავესთან“ ითამაშა. მართალია “ღამურებმა“ ვერცერთი შეხვედრა ვერ მოიგეს, თუმცა ქართველი მეკარე სამივე მატჩში დამაჯერებლად გამოიყურებოდა და რამდენიმე რთული ბურთის მოგერიებაც მოახერხა.
მამარდამ მიმდინარე სეზონში “ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობაში საერთო ჯამში 9 შეხვედრა ჩაატარა და სამჯერ კარის მშრალად შენახვა შეძლო. მის ანგარიშზე 11 გაშვებული ბურთია.





