საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა „ვალანსიენის“ შემადგენლობაში თვის საუკეთესო მოთამაშედ ზედიზედ მეორედ აღიარეს. ქართველმა ნახევარმცველმა გამოკითხვაში, რომელშიც მონაწილეობას გულშემატკივრები იღებდნენ, თავის თანაგუნდელებს საგრძნობი უპირატესობით აჯობა.
ამრიგად, ჯაბა კანკავა „ვალანსიენის“ თებერვლის და მარტის საუკეთესო ფეხბურთელია.
35 წლის კანკავა ფრანგულ კლუბში 16 იანვარს გადავიდა და 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ყველა შემთხვევაში შეუცვლელად. ჯაბას „ვალანსიენთან“ კონტრაქტი წლის ბოლომდე აკავშირებს.





