ბრატისლავა “სლოვანის” 35 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, ჯაბა კანკავამ “სენიცას” გაუტანა. კორგონ ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში “სლოვანმა” შინ “სენიცა” 5:0 გაანადგურა.
ჯაბა კანკავამ შეხვედრის 55-ე წუთზე გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.
კანკავასთან ერთად კიდევ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა, გურამ კაშიამ იასპარეზა. ორივე მოთამაშემ მოედანზე 90 წუთი გაატარეს.
შეგახსენებთ, რომ 35 წლის ჯაბა კანკავამ სულ ცოტა ხნის წინ სანაკრებო კარიერა დაასრულა.








