საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” 21 წლის მეკარე, გიორგი მამარდაშვილი “მალიორკას” წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაშია.
გიორგი “ღამურების” სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მეხუთედ მოხვდა. ქართველმა მეკარემ ბოლო ტურში კატალონიის “ბარსელონას” წინააღმდეგ ითამაშა.
21 წლის ქართველმა მეკარემ მიმდინარე სეზონში საერთო ჯამში, “ღამურების” მაისურით 10 შეხვედრა ჩაატარა.
ცნობისთვის, “ვალენსიასა” და “მალიორკას” შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.





