საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ, ქართველი ნიჩბოსნების წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის კანოეს ნაკრების ექიმი ზაზა აბესაძე მადლობის სიგელით დააჯილდოვა.
საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაცია ულოცავს ზაზას მიღებულ ჯილდოს.
ზაზამ სოციალურ ქსელში საინტერესო განცხადებები გაავრცელა:
“მადლობას ვუხდი კანოეს მთელ გუნდს ერთად უფრო მეტ შედეგს გავაკეთებთ.
მინდა მადლობა გადავუხადო მედიცინის ასოციაციას . გისურვებთ ყველას წარმატებას.” – განაცხადა ზაზა აბესაძემ.
შეგახსენებთ, რომ ზაზა აბესაძე კანოეს ნაკრების ექიმია და სპორტსმენების წარმატებაში უდიდეს წვლილს იღებს.








