სასტუმრო „ჰუალინგში“ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით 2021 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც წლის საუკეთესო სპორტსმენებიც დასახელდნენ.
2021 წლის აღმოჩენა “ოლიმპიურ იმედად” ლერი აბულაძესთან ერთად მარიამ ქერდიკაშვილი დაასახელდა.
საქართველოს კანოეს ფედერაციამ მარიამს ჯილდოს მიღება მიულოცა და წარმატებები უსურვა:
”ჩვენი საამაყო მარი.
საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა, ნომინაციაში ,2021 წლის აღმოჩენა – ოლიმპიური იმედი’ გამარჯვებული ნიჩბოსანი მარიამ ქერდიკაშვილი დაასახელა.
ვულოცავთ მარიამს ამ დიდ ჯილდოს და ვუსურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას!” – წერია კანოეს ფედერაციის განცხადებაში.








