საქართველოს პირველი არხის გადაცემა საფეხბურთო “ტაიმაუტში” ვლადმერ გუცაევმა, მისი ყოფილი თანაგუნდელი და ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორი, ვიტალი დარასელია გაიხსენა.
“ნოდარ ახალკაცის კიდევ ერთი გამორჩეული სვლა უნდა აღვნიშნო. იცოდა, ვინ სად დაეყენებინა.
თავიდან ვიტალი თავდამსხმელი იყო. ტექნიკური იყო და ფინტები იცოდა, მაგრამ თავდამსხმელისთვის საჭირო დიდი სისწრაფე არ ჰქონდა და ნოდარ ახალკაცმა უკან რომ დახია, ნახევრდაცვაში სწორედ მაშინ გახდა ის ვიტალია დარასელია, რომელიც ხალხმა გაიცნო. ახალკაცმა უპოვა მას ადგილი, როგორც საშა ჩივაძეს, დათო ყიფიანს”, – განაცხადა გუცაევმა.





