1978 წლის 19 ნოემბერს, საბჭოთა კავშირის ნაკრები იაპონიის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდა და 1-4 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში ვიტალი დარასელია და დავით ყიფიანი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, რომლებიც იაპონელებს თავიანთი უზადო ტექნიკით ხიბლავდნენ.
მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში დავით ყიფიანმა ჩაწოდებული ბურთი სანახაობრივად დაამუშავა და კარში დაარტყა, რომელიც იაპონელთა კარს მცირე მანძილით აცდა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ერთ-ერთი გოლი ვიტალი დარასელიამ გაიტანა. სოხუმელი ფეხბურთელი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, 2 მცველი გააბითურა და მეკარეც უძლური დატოვა.