საქართველოს პირველი არხის გადაცემა “ტაიმაუტში” ვლადიმერ გუცაევმა, ნოდარ ახალკაცის ხედვები გაიხსენა თბილისის “დინამოში”.
“სხვათა შორის, ამ კუთხით ოთარ გაბელიას რომ ენდო, ესეც აღსანიშნავია. წარმოიდგინეთ, მეკარე 177 სმ სიმაღლის იყო და ენდო. ახლა ევროპაში მწვრთნელს რომ შესთავაზო ასეთი სიმაღლის მეკარე, გაგიჟდება, რადგან 190 სმ-ზე დაბალს ახლოს არავინ იკარებს. ნოდარმა კი მასში პოტენციალი დაინახა და ოთარმა რამდენს მიაღწია, საბჭოთა კავშირის საუკეთესო მეკარე გახდა იმ დროს, როდესაც იყვნენ დასაევი, დეგტიაროვი, ტკაჩენკო და ჩანოვი”, – განაცხადა გუცაევმა.





