დღეს “დინამო თბილისის” ლეგენდარული ფეხბურთელი ვლადიმერ გუცაევი 69 წლის გახდა.
ვლადიმერ გუცაევი “დინამოს” ღირსებას 1971- დან 1986 წლამდე იცავდა. მან “დინამოელთა” შემადგენლობაში სარეკორდო 438 მატჩი ჩაატარა და 83 გოლი გაიტანა. ლეგენდარული ფეხბურთელი არის 1978 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, 1977 წელს პირველობის მეორეადგილოსანი და ხუთგზის ბრინჯაოს მფლობელი 1971, 1972, 1976 წლებში. 1976, 1979 წლებში ბროლის თასის 2- გზის გამარჯვებული და ვერცხლისმედალოსანი 1980 წელს. 6- ჯერ დასახელდა 33 საუკეთესო ფეხბურთელს შორის. 1972, 1978, 1979 წლებში პირველ ნომრად, 1976, 1977, 1981 წლებში კი მეორე ნომრად. 1981 წლის უეფას თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული. სსრკ-ს ნაკრებში ჩატარებულ 11 შეხვედრაში გაიტანა 1 გოლი. 1976 წლის ევროპის ახალგაზრდული პირველობის ჩემპიონი. არის სპორტის დამსახურებული ოსტატი.
“პრაიმ სპორტის” გუნდი ვულოცავთ ვოვა გუცაევს იუბილეს.






