ვლადიმერ გუცაევმა, საქართველოს პირველი არხის გადაცემა საფეხბურთო “ტაიმაუტში” შოთა არველაძის “ჰალ სიტიში” გადასვლაზე ისაუბრა
“ძალიან მიხარია, რომ შოთა არველაძემ ძალიან სერიოზული პოსტი დაიკავა. დიახ, უზბეკეთიდან ინგლისში ნამდვილად დიდი ნახტომია. მაგრამ ტაშკენტის “ფახთაქორში” კარგად მუშაობამაც ხელი შეუწყო, რომელიც აზიის ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში გაიყვანა, რაც პატარა ამბავი არაა.
დარწმუნებული ვარ, უკეთესი ფეხბურთელებით შოთა უფრო მეტსაც მიაღწევდა. მწვრთნელის ბიოგრაფიას რომ უყურებენ შედეგებს უდიდეს ყურადღებას აქცევენ. შოთას ძალიან დიდი წარმატება მინდა ვუსურვო. ჩვენს გადაცემაში როდის ვამბობდით, რომ ის უზბეკეთისთვის დიდი ხანია გადაიზარდა და სერიოზულ კლუბში მოხვდა”, – განაცხადა გუცაევმა
შეგახსენებთ, რომ გუშინ შოთა არველაძის ხელმძღვანელობით “ჰალ სიტიმ” “სუონსი” 2:0 დაამარცხა.





