საქართველოს პირველი არხის გადაცემა, საფეხბურთო “ტაიმაუტში” ვლადიმერ გუცაევმა გიორგი ჩაკვეტაძის “ჰამბურგში” გადასვლაზე ისაუბრა.
“რა თქმა უნდა, წარმატება მინდა ვუსურვო გიორგი ჩაკვეტაძეს. ამდენი იწვალა, ამდენი ტრავმა გადაიტანა. უნიჭიერესი ფეხბურთელია. “ჰამბურგი” ახლა ის გუნდი არაა, რაც ადრე იყო. მაგრამ დიდი ტრადიციების მქონე გუნდია”, – თქვა გუცაევმა.
შეგახსენებთ, რომ “ჰამბურგში” გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი დანიურ “მიდტიულანდთან” ამხანაგურ მატჩში შედგა, რომელშიც გერმანელები 1:5 დამარცხდნენ.
გიორგიმ დაახლოებით მთელი მე-2 ტაიმი ითამაშა და რამდენიმე კარგი ეპიზოდიც ჰქონდა.





