საქართველოს ნაკრებისა და “ჰამბურგის” 22 წლის ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე კორონავირუსისგან განიკურნა და ვარჯიშს დაუბრუნდა.
გერმანულმა გუნდმა სოციალურ ქსელში ფოტო გაავრცელა, სადაც ჩაკვე თანაგუნდელებთან ერთად სავარჯიშო სესიაში მონაწილეობს.
შეგახსენებთ, რომ ქართველ ფეხბურთელს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, ჩაკვესთან ერთად ინფიცირებული რამდენიმე ფეხბურთელი და სტაფის წარმომადგენლები იყვნენ.
ცნობისთვის, გიორგი ჩაკვეტაძე გერმანულ გუნდს “გენტიდან” 6-თვიანი იჯარით შეუერთდა. ქართველმა ნახევარმცველმა ტიმ ვალტერის გუნდის მაისურით 6 ჩატარებულ შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
👀🔛⚽ #Chakvetadze is back in training! 🔥🇬🇪 #nurderHSV #Training pic.twitter.com/XIE6v0auu7
— HSV English (@HSV_English) March 16, 2022