ნიდერლანდების ნაკრების 30 წლის ფეხბურთელმა ვირჯილ ვან დაიკმა „ლივერპულთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. ინფორმაცია კლუბმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
გამოცდილი მცველი, რომელიც „მერსისაიდელებს“ 2017 წელს „საუთჰემპტონიდან“ შეუერთდა, „ლივერპულში“ 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება.
30 წლის ნიდერლანდელმა კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერ თასი და პრემიერ ლიგა მოიგო. ვან დაიკმა „ლივერპულის“ მაისურით ჩატარებულ 130 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.
He’s 𝑶𝑼𝑹 centre-half ✊
The story continues… @VirgilvDijk 🤩 pic.twitter.com/bQInOG1ba2
— Liverpool FC (@LFC) August 13, 2021





