კარაბაოს თასის ნახევარფინალური შეხვედრა “ლივერპულსა” და ლონდონის “არსენალს” შორის გადაიდო. ინფორმაციას კლუბები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
შეხვედრის გადადების მიზეზად ლივერპულში გახშირებული კორონავირუსის შემთხვევები სახელდება.
მეორე ნახევარფინალური წყვილი ლონდონის “ჩელსი” და “ტოტენჰემი” გახლავთ, პირველი შეხვედრა დღეს 23:45-ზე გაიმართება.
”ლივერპულისა” და “არსენალის” პირველი შეხვედრა 13 იანვარს ჩატარდება, განმეორებითი მატჩი კი 20 იანვარს შედგება.
Our Carabao Cup semi-final, first-leg fixture with Arsenal on Thursday has been postponed.
We would like to place on record our thanks to the EFL and Arsenal for their understanding, as well as supporters of both clubs, as we continue to navigate through this challenging period.
— Liverpool FC (@LFC) January 5, 2022








