საქართველოს ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია მოედანს დაუბრუნდა. ქართველმა კალათბურთელმა 20 დღის წინ მხრის ტრავმა მიიღო და თავდაპირველად ქირურგიულ ჩარევაზეც იყო ლაპარაკი, თუმცა სარეაბილიტაციო პროცესმა კარგად ჩაიარა და შენგელიამ მოედანზე დაბრუნება ვადაზე ადრე შეძლო.
თორნიკემ ცსკა-ს მაისურით ვითიბი ლიგაზე ესტონეთში „კალევის“ წინააღმდეგ ითამაშა. მისი გუნდი არც თუ ისე სანახაობრივ მატჩში 56:67 დამარცხდნენ. შენგელიას სტატისტიკა ასეთი იყო: 24 წუთი, 7 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი, 3 შეცხომა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა.
ცსკა-ს მომდევნო მატჩს ევროლიგაზე 4 ნოემბერს, „ფენერბაჰჩეს“ წინააღმდეგ გამართავს.







